არ ვუარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის, არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან.
"არის საკითხები, როცა ბოლომდე გუალხდილი ვერ ხარ, თუმცა არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი", - ამბობს მელია.
„ევროპული მომავალის სტატუსი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ, სამწუხაროდ, სრულფასოვნად ვერ მოვიპოვეთ. დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის გახსნილი. ამის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის ჰყავთ არაჩვეულებრივ პირობებში, ფაქტია, ადამიანი რაც საავადმყოფოში მოთავსდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.