კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მეც მაქვს კენჭისყრის უფლება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რამზან კადიროვმა, წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არასოდეს იყრის კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამასთან აღნიშნა, რომ ამის სრული უფლება აქვს.

„მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მაქვს [კენჭისყრის]უფლება. სხვებს შეუძლიათ, მაგრამ ჩეჩნებს არ შეუძლიათ, არა? შეუძლიათ“, - ციტირებს კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ კადიროვის სიტყვებს.

„მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ”, - აღნიშნა კადიროვმა და განმარტა, რომ ისეთი ლიდერის შემდეგ, როგორიც ვლადიმირ პუტინია, თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.