ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება. ამ თემაზე Politico-სთან განაცხადა. გამოცემა სტატიაში განიხილავს რა იქნება აშშ-ის შემდგომი დახმარება უკრაინის მიმართ.
გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.