30 დეკემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა, კიევის რეგიონში დროენების თავდასხმა მოიგერიეს.
„რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ტავდასხმა მოიგერიეს“, - წერს შეტყობინებაში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლექსი კულება.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის წარმოების ხუთი „შაჰედი კამიკაძე“ დრონი ქალაქის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.
ერთ-ერთი თვითმფრინავი გოლოშეევსკის რაიონში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, მეზობელ საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია ფანჯრები.
ვოსტოკის საჰაერო სარდლობა ასევე იტყობინება, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი უოილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმებში ასევე მონაწილეობს თვითმფრინავები, რომლებსაც რუსეთი ირანისგან ყიდულობს.
29 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს უკრაინა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, გაშვებული 69 რაკეტიდან ჩამოაგდეს 54.
მანამდე, რუსული ძალების მიერ, უპილოტო თვითმფრინავიებით მასშტაბური თავდასხმა კიევზე 19 დეკემბრის ღამეს განხორციელდა. 35 თვითმფრინავიდან 30 განადგურდა.