Reuters-ი ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანია Hairfinity-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთში, კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი.
მსხვერპლთა რიცხვი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 100 000 ადამიანი დაიღუპა.