ჩინეთში, წარმოება მცირდება, რადგან Covid19-ის ახალი ტალღა ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
შესაბამისად, ოფიციალური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) დეკემბერში 47.0-მდე დაეცა ნოემბრის 48.0-დან, განაცხადა შაბათს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS).
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფექციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუშახელის დროებითი დეფიციტი და გაზრდილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება.
„საგარეო მოთხოვნის შემცირებამ გლობალური რეცესიის მზარდი შიშის ფონზე და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, ინფლაციამ და ომმა უკრაინაში შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს ჩინეთის ექსპორტი, ზიანი მიაყენოს წარმოების სექტორს და შეანელოს ეკონომიკური აღდგენა“.- წერს Reuters.