ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა. ხორვატია შენგენის თავისუფალ ზონაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა.
შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა 8 დეკემბერს მისცა და ცნობილი გახდა, რომ ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდებოდა.
ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი.
Euronews წერდა, რომ ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა.
აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები.
შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს.
კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.