სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოემზადონ უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის.

ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მიზნებზე უკრაინაში. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მობილიზაცია მიუთითებს რუსეთის ჯარების შესაძლო, ახალი შეტევის მცდელობაზე.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ხელშეკრულების პირობები დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.

„ომების უმეტესობა სამშვიდობო მოლაპარაკებებით მთავრდება. სავარაუდოდ, იგივე იქნება ამ ომშიც. მაგრამ ცნობილია, რომ პირობები, რომლითაც მშვიდობა მიიღწევა უკრაინაში, მთლიანად დამოკიდებულია ძალთა ბალანსზე ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა სტოლტებერგმა.

მას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დასავლეთმა განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა დაარწმუნოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო.

„მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.