უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ომს აგებენ.
„ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის, სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეს იგრძნობა და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო გაშვებული დედაქალაქ კიევზე თავდასხმის დროს.