დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკეთეს 2023 წელს პროგნოზირებს.
ჯონსონის თქმით, ინფლაციის შემცირება გაგრძელდება და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ჩინეთი ომიკრონს დაამარცხებს.
„პუტინი უკრაინაში დამარცხდება და ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდრის. მთლიანობაში, 2023 წელი მნიშვნელოვანად უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი“, - წერს ჯონსონი Twitter-ზე.