ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები იყო.
უკრიანული მედიის ცნობით, ოკუპანტები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.
სხვა დეტალები არ ვრცელდება. უფრო ადრე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.