პირველი საკონტეინერო გემი ჩინეთიდან ირანის ყველაზე მნიშვნელოვან პორტ ჩაბაჰარში შევიდა, რაც ჩინეთსა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტს შორის, პირველი პირდაპირი გადაზიდვის ხაზის შექმნას ნიშნავს.
ამის შესახებ ამირ მოღადამმა, (ჩაბაჰარის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა) განაცხადა.
მოგადამმა თქვა, რომ ჩინური გემები, მანამდე ტვირთს საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, სამხრეთ პროვინციის ჰორმოზგანის ცენტრში ტოვებდნენ, შემდეგ კი ტვირთები მცირე გემებს ჩაბაჰარის პორტში გადაჰქონდათ.
მანძილი სანაპირო ზოლის გასწვრივ ამ პორტებს შორის დაახლოებით 550 კილომეტრია.