ყირგიზეთის ხელისუფლებამ მომღერლებს ფონოგრამაზე სიმღერა აუკრძალა

ყირგიზეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ მომღერლებს ფონოგრამით სიმღერის შესრულება აუკრძალა. შეზღუდვა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება. კულტურის მინისტრმა პირობა დადო, რომ ფონოგრამის აკრძალვის დაცვას პირადად დააკვირდება.

საუბარია თეატრებზე, საკონცერტო დარბაზებზე, კინოთეატრებზე, კლუბებზე, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებზე. კონცერტებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე 2023 წლის პირველი იანვრიდან ცოცხალი სიმღერა აჟღერდება.

შეზღუდვების შესახებ 2020 წლის ბოლოს  გამოცხადდა. 2021 წლის თებერვალში დეპარტამენტმა არტისტებს დაავალა, პლაკატებსა და ბილეთებზე მიეთითებინათ იმღერებდნენ თუ არა ცოცხლად.

მაშინდელმა მინისტრმა ნურჟიგიტ კადირბეკოვმა განაცხადა, რომ კულტურა პატიოსნებით იწყება და მსმენელს მოუწოდა, არ მოტყუებულიყვნენ.