ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოკავშირეებს მოუწოდა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ და მისი ტემპი გაზარდონ, რათა გამარჯვება მოაახლოონ.
ამის შესახებ ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა.
მისივე თქმით, 2023 წელს ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
„ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს აგრესორს. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და უზრუნველყოფს სამხედრო წვრთნას უკრაინელებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მოკავშირის მხარდაჭერის ტემპის გაზრდას. გამარჯვება ახლოსაა“, - წერს ნაუსედა.