საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ფრანგულ AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა.
ამის შესახებ Reuters-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება.
ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის და რა რაოდენობით შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მიღება.
AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანა ხშირად კლასიფიცირდება როგორც „ბორბლიანი ტანკი“. AMX-10 RC-ი აღჭურვილია 105 მმ ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.