ინფორმაცია, რომ საფრანგეთი უკრაინას, მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ჯავშანტექნიკას გადასცემს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ Twitter-ზე დაადასტურა.
მან ასევე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაჰპირდა უკრაინელ სამხედროებს „ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორებით მიწოდებას.
„გმადლობთ, მეგობარო! თქვენი ხელმძღვანელობა აჩქარებს ჩვენს გამარჯვებას", - წერს ზელენსკი მაკრონს.