McDonald's -ი შესაძლოა, ყაზახეთიდანაც გავიდეს

სწრაფი კვების ქსელი McDonald's -ი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული გართულებების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, კომპანიის ყაზახეთიდან გასვლა გამოიწვიოს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, McDonald's-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და ყაზახ ფრანჩაიზებს, რუსი მომწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ყაზახური ბიზნესი ვერ ყიდულობს ხორცის კოტლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მომწოდებლებისგან, მაღალი ფასების და ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გამო.

McDonald's-ის ოფიციალურმა პირებმა, ყაზახეთიდან გასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ McDonald's-მა ბელორუსის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. პარალელურად სწრაფი კვების ობიექტები რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას.

ბელორუსის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხრივ „ღმერთს მადლობა გადაუხადა McDonald's-ის ქვეყნიდან გასვლისთვის“.