ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს

ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში - სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.