უკრაინა რუსეთის ცალმხრივ „დროებით ზავს“ ფარისევლობას უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს და მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი დაზავება”.
„უკრაინა არ ესხმის თავს უცხო ტერიტორიებს და არ კლავს მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც ამას აკეთებს რუსეთის ფედერაცია. უკრაინა ანადგურებს მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს თავის ტერიტორიაზე", - დაწერა მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.