უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განკარგულებას ფარისევლობა და სიცრუე უწოდა.
„კრემლის ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ზნედაცემულებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, სამშობიარო სახლებს ესვრიან, ტყვეებს აწამებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა", - წერს დანილოვი Twitter-ზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.