ნედ პრაისმა „ზავზე“ პუტინის განცხადება ერთი სიტყვით აღწერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცინიკური უწოდა. ნედ პრაისს სახელწმიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხეს, სკეპტიკურად უყურებს თუ არა აშშ რუსეთის ამ განზრახვას.

„არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა „ცინიკური“, რადგან ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა საახალწლოდ განახორციელა თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ცენტრებზე.

ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან, ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.