საბერძნეთში, სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ორ საათში რვა ობიექტი გაძარცვა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბრალდებულმა აღიარა, რომ ძარცვა ორ თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვულია დაახლოებით 15 ათასი ევრო. ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული ციხიდან, ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.