2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს.
ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე.
დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.