აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების ირანულ მწარმოებელთანან არიან კავშირში. ასევე სანქცირებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დირექტორი.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„დღევანდელი ქმედებები განხორციელდა 13382 რეზოლუციის შესაბამისად და წარმოადგენს ჩვენი გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც სექტემბერსა და ნოემბერში იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ მივიღეთ, რომლებიც მონაწილეობდნენ ირანული „შაჰედისა“ და „მოჰაჯერის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და გადაცემაში, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისას იყენებს, მათ შორის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებით, არა მხოლოდ აძლიერებს კონფლიქტს უკრაინაში, არამედ გამოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევა, სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს ინდივიდუალური თანხმობის გარეშე.
„ირანი ახლა გახდა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი. ირანმა უნდა შეწყვიტოს მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომისადმი უკრაინაში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ამ მიწოდების ჩაშლისა და გადადების მიზნით და ჯარიმების დაწესებას ამ ქმედებებში ჩართული პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გამოიწვევს თეირანზე ზეწოლისთვის ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას.