ზელენსკიმ რუს მსახიობებს, პროპაგანდისტებსა და ტელეწამყვანებს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, შეწყდება მათთან სავაჭრო ოპერაციები, გაუქმდება ყველა ლიცენზია თუ ნებართვა, აიკრძალება ფასიანი ქაღალდებით გარიგებები და საავტორო უფლებების გადაცემა.

სანქციერებულთა შორის არიან მსახიობები და წამყვანები: 

მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი;
იუმორისტი ევგენი პეტროსიანი;
ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა; (რეჟისორ ალან ბადოევის ყოფილი მეუღლე და გადაცემის "არწივი და რეშკა" თანაწამყვანი);
ტელეწამყვანი დანა ბორისოვა;
ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი.

მომღერლები და მუსიკოსები:

რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო);
რეპერი და პროდიუსერი ვლად ტოპალოვი;
ჯაზმენი იგორ ბუტმანი;
მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი;
მომღერალი ირინა ალეგროვა;
მომღერალი დიმიტრი ბილანი;
მომღერალი ლარისა დოლინა;
მომღერალი ფილიპ კირკოროვი;
მომღერალი სერგეი ლაზარევი;
მომღერალი ალექსანდრე ბუინოვი;
მომღერალი ვალერი დიდულა;
მომღერალი ვალერი კიპელოვი, ჯგუფ "არიას" ყოფილი ვოკალისტი;
მომღერალი პოლინა გაგარინა;
მომღერალი როდიონ გაზმანოვი;
მომღერალი გრიგორი ლეპსი;
მომღერალი ლოლიტა მილავსკაია;
მომღერალი ანა ნეტრებკო;
მომღერალი ვიქტორ რიბინი, ჯგუფ "Dune"-ს ვოკალისტი;
მომღერალი იულია სავიჩევა;
მომღერალი ანა სემენოვიჩი;
მომღერალი პელაგია;
მომღერალი ალექსანდრე სკლიარი;
მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია;
მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი;
პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი.

პროპაგანდისტები:

პროპაგანდისტი დიმიტრი კისელევი;
პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი;
პროპაგანდისტი ფიოდორ ლუკიანოვი;
პროპაგანდისტი კრისტინა პოტუპჩიკი;
პროპაგანდისტი ალექსანდრე პროხანოვი;
პროპაგანდისტი ევგენი სატანოვსკი;

RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.

მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები:

მსახიობი ვიქტორ დობრონავოვი;
მსახიობი დიმიტრი დიუჟევი;
მსახიობი დიმიტრი ხარატიანი;
მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი;
მსახიობი სერგეი ჟიგუნოვი;
რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი; 
ქორეოგრაფი ალა დუხოვა;
დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი;
უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (შახტარის ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ დარჩა პეტერბურგის ზენიტში).

მანამდე ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ცნობით, საუბარია 13 სასულიერო პირზე.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აგრესორის წინააღმდეგ მრავალი სანქცია დაწესდა.