უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუბდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„მათ რაღაც თქვეს თითქოსდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა რეალობა ის არის, რომ რუსეთი ჭურვებით კვლავ ესხმოდა თავს ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს”, - აღნიშნა ვოლოდიმი ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.
დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.