პანდემიიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის. BBC-ის ცნობით, ქვეყანში შესულ მოგზაურებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ, თუმცა უნდა წარადგინონ კოვიდტესტის პასუხი, რომელიც ბოლო 48 საათშია მიღებული.
ბრიტანული მედიის ცნობით, ჩინეთში არსებობს შეშფოთება, რომ საზღვრების გახსნა Covid19-ის უფრო მეტად გავრცელებას გამოიწვევს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი Covid პოლიტიკა ჰქონდა, ჩაკეტვის ხშირი ტესტირების მოთხოვნების ჩათვლით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.
მთავრობამ ცოტა ხნის წინ ამ პოლიტიკაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სინძიანის რეგიონში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბევრ ჩინელს სჯეროდა, რომ Covid19-ის ხანგრძლივმა შეზღუდვებმა მომხდარს ხელი შეუწყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მტკიცება უარყო.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფებმა ტერიტორია დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს.