ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოიზიდავს კრიპტო, ფინტექს და სხვა სტარტაპებს, წერს Bloomberg და ქალაქის ფინანსთა მინისტრ პოლ ჩანის ციტირებს.
პოლ ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგი აპირებს ციფრული აქტივების სფეროს განვითარებას, ინდუსტრიაში შოკების მიუხედავად (FTX და Terra-ს დაშლა, Binance-ისა და Coinbase-ის პრობლემები).
რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი ახლა განიხილავს სათაო ოფისის ჰონგ კონგში გადატანას, თქვა ჩანმა, სახელების გამხელის გარეშე.
„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა, ჰონგ-კონგი გახდა ციფრული აქტივებისა და კორპორაციების საცნობარო წერტილი.
ქალაქს აქვს ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება. ამასთან, დამრღვევებს მკაცრად სჯის“, - განაცხადა ჰონგ კონგის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.