უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება, რომ რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს ქალაქ სოლედარზე.
„სოლედართან უკანდახევისა და ქალაქის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა [...] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს”, - წერს მალარი.
მალიარის თქმით, ქალაქის შტურმში ჩართული არიან თავდასხმის ჯგუფები, რომელიც ჩამოყალიბდა „ვაგნერის დაჯგუფების საუკეთესო რეზერვებისგან", რომლებიც წინ მიიწევენ არტილერიის, მრავალი სარაკეტო გამშვებისა და ნაღმტყორცნების მასიური მხარდაჭერით.
7 იანვარს რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფმა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ხაზები გაარღვია.
მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსეთის ძალადობრივი თავდასხმებისა, ქალაქს მაინც აკონტროლებდნენ.