უკრაინაში T-72 ტიპის ტანკის გაგზავნამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ტანკის ქვემეხზე უკრაინელ სამხედროებს შეტყობინება დაუტოვა.
„მე დავტოვე მოკლე შეტყობინება მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის T-72 ტიპის ტანკის ქვემეხზე, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ. მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ფიალა Twitter-ზე.
„უკრაინის მამაც დამცველებს“, - წერია ტანკის ქვემეხზე.