გერმანიამ შესაძლოა, Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინას გადასცეს. თუმცა, ბერლინი თავისთავად არ გადადგამს ასეთ ნაბიჯს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ღონისძიებაზე განაცხადა.
მან თქვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა, სავარაუდოდ, „დიდი დრო დახარჯეს ამ საკითხის მომზადებაზე, განხილვასა და ორგანიზებაზე“ და ასევე დარწმუნებულნი არიან უკრაინაში იარაღის მიწოდების მოკავშირეებთან კოორდინაციის აუცილებლობაში.
„გერმანია არ დათანხმდება ამას (ლეოპარდის ტანკების უკრაინაში გადაცემას - რედ.) თავისით. გერმანია ყოველთვის დარჩება ერთიანი მეგობრებთან და მოკავშირეებთან", - განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 8 იანვარს განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად მომავალში.
შემდგომში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნას არ აპირებდა.
ამავდროულად, როგორც ცნობილია, საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ დაარწმუნონ გერმანია, განბლოკოს თანამედროვე Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდება უკრაინაში.