ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინისთვის გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებით მიწოდების მომხრეა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ტელერადიომაუწყებლობის პირველი არხი Tagesschau ავრცელებს.
CSU ბუნდესტაგის დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას მეცოლამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, რის გამოც იგი ასევე მხარს უჭერს Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას უკრაინისთვის, როგორც ამას CSU და სხვა გერმანელი პოლიტიკოსები და პარტიები ითხოვენ.