მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავტომომსახურების საწყობში ხანძრის ზონამ ორიათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძრის გაჩენის შედეგად შენობა ჩამოინგრა.
ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთვება. ხანძარის ქრობაში 136 ადამიანი და 48 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
მეტროპოლიტენ „დეპტრანსის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მოძრაობა გადაკეტილია დობროლიუბოვას ქუჩაზე მოსკოვის ცენტრისკენ.