რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ფაშინიანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები.
პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია.
„სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა.
მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.