მედიის ცნობით, პაკისტანი გეგმავს, უკრაინას საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერი, მათ შორის ჭურვები გაუგზავნოს. წყაროს ცნობით, დახმარება უკრაინაში პოლონეთის ქალაქ გდანსკის პორტის გავლით, მიმდინარე თვეში ჩავა. ვარაუდობენ, რომ გემი კარაჩის პორტში დაიტვირთება.
The Economic Times წერს, რომ სანაცვლოდ, ისლამაბადი უკრაინისგან ადრე შესყიდული Mi-17 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების მოდერნიზებაში დახმარებას მოელის. პაკისტანი ასევე მოელის T-80UD ტიპის ტანკების შეკეთებას.
უკრაინასა და პაკისტანს მჭიდრო სამხედრო და სამრეწველო კავშირები აქვთ. პაკისტანმა იყიდა 320-ზე მეტი უკრაინული T-80UD ტიპის ტანკი, რომელიც სრულად ჩამოყალიბებულ ეკოსისტემას ემსახურება.
1991 წლიდან 2020 წლამდე უკრაინამ პაკისტანთან დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო.