ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ რუსეთი წარუმატებელი სახელმწიფო გახდება ან 2033 წლისთვის დაიშლება.
Financial Times იყო პირველი, სადაც ინფორმაცია ამ დასკვნების შესახებ გამოქვეყნდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში შესაძლოა, რუსეთში ძვირადღირებული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ 167 გამოკითხული ექსპერტიდან 46%, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ, არაკომერციულ, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს, რუსეთის დაშლას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ელოდება.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40% ითვალისწინებს რუსეთის შიდა დაშლას მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მიაჩნიათ, რომ ეს „რევოლუციის, სამოქალაქო ომის, პოლიტიკური დაშლის" ან სხვა მიზეზის გამო მოხდება.
მეხუთეზე მეტს (21%) მიიჩნია, რომ რუსეთი იქნება ყველაზე წარუმატებელი სახელმწიფო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
დასავლეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ პუტინი დასუსტდა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენტაგონმა კი ომს „მასიური სტრატეგიული მარცხი" უწოდა.
ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთმა დაცალა თავისი წლიური ბიუჯეტი, დაზარალდა სანქციებითა და განიცადა მოულოდნელი დანაკარგები ბრძოლის ველზე.
The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობის წყარომ განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა, 30-წლამდე დასჭირდეს თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღსადგენად.