პარიზში, რკინიგზის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თამდამსხმელს პოლიციამ ესროლა. Reuters-ი წერს, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.
Gare du Nord-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია, ეს არის Eurostar-ის მატარებლის ჩამოსვლის წერტილი ლონდონიდან და მთავარი კარიბჭე ევროპის ჩრდილოეთით. შესაძლო ტერორისტული მოტივების შესახებ კითხვაზე, პოლიცია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ტერორიზმის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
Gare du Nord (ოფიციალურად Paris-Nord) პარიზში შვიდი დიდი სარკინიგზო სადგურიდან ერთ-ერთია.