ანკარა თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას იმედოვნებს

ანკარა იმედოვნებს, რომ „გაერთიანების დერეფანი“ დაზარალებული ბავშვების, ქალებისა და დაჭრილების დასახმარებლად შეიქმნება, განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა სერეფ მალკოჩმა.

მისივე თქმით, „ანკარას სურს, დახმარება გაუწიოს ბავშვებს, ქალებს და უკრაინაში ბრძოლების დროს დაჭრილებს.

მალკოჩის თქმით, თუ ეს მექანიზმი ჩამოყალიბდება, ათიათასობით ბავშვი თურქეთის გავლით, ოჯახებს უსაფრთხოდ დაუბრუნდება.