უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ლვოვში, ლუბლინის სამკუთხედის სამიტზე გამოცხადდა - პოლონეთი უკრაინაში ტანკებს გაგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ყველა გზას ერთად გავივლით უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების აღსადგენად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მშვიდობის აღსადგენად. რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს და ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას, უკრაინა, სხვა ტიპის ტანკებთან ერთად, ძალიან მალე მიიღებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში უკვე მიღებულია.