ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.