აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზების მოძიებაში, რათა დაუშვან საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით.
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ორივე მინისტრს მოუწოდა, ხელახლა ჩაერთონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის პროცესში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს განცხადებაში სომხური მედიის ცნობით.