ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა.
ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს.
CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება 4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა.
ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა.
2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.