ორგანიზაციის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების განახლებით, რომელიც ინსტიტუტის პრეზიდენტის მიერ არის წარმოდგენილი, ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ლობირება ორი წლით აეკრძალოთ.
შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
წყაროების თქმით, მეცოლა სულ 14 წინადადებას წარდგენს.
წინადადებები, რომლებიც Politiсo-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, აუკრძალავს ევროპარლამენტარებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობართა ჯგუფების შექმნას, და ავალდებულებს დეპუტატებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლის წყაროების შესახებ. „პარლამენტისადმი სანდოობა დაირღვა დეკემბერში, როდესაც ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მოქმედი და ყოფილ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქრთამის აღებაში კატარისა და მაროკოს კეთილგანწყობის სანაცვლოდ“, - წერს Politiсo.