ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს 16-19 იანვარს ეწვევიან.
ინფორმაციას აზერბაუჯანული მედია ავრცელებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავლენ.
ვიზიტი მოჰყვა გასული წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს კავკასიაში ტურნეს.
მოგზაურობის მიზანია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მომავალი პროექტები.
დღის წესრიგში ასევე განიხილება ფინანსური მდგრადობა, პოლიტიკის რეფორმა და მზადება ბანკის მომავალი ახალი ქვეყნის სტრატეგიებისთვის.
მას შემდეგ, რაც 1992 წელს EBRD-მა კავკასიაში დაიწყო მუშაობა, 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 650-ზე მეტ პროექტში განახორციელა.