უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმის საზეიმო სხდომაზე, რომელიც თავისუფლების დამცველთა დღესთან და თავისუფლების პრემიის მინიჭების ცერემონიალთან დაკავშირებით გაიმართა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიეტუვა არის და კვლავაც იქნება თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი დამცველი. თქვენი ხალხი არ იცავდა მხოლოდ ტელეცენტრის, პარლამენტის და სხვა დაწესებულების შენობებს.
„თქვენ დაიცვათ თქვენი ისტორიული არჩევანი. ახლა ჩვენც გამარჯვებისკენ მივდივართ, იმპერიაზე საბოლოო გამარჯვებისკენ. რუსეთი ვეღარაფერს უკარნახებს ევროპის ხალხებს, როცა ამ ომს აგრესორის ცალსახა დამარცხებით დავასრულებთ.
ჩვენი ქალაქების ხელყოფის გარდა, ისინი ევროპის სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ქალაქების განადგურებასაც ისახავდნენ მიზნად. კიევზე თავდასხმისას ისინი ვილნიუსზე რიგაზე, ვარშავაზე, პრაღასა და კიშინიოვზე შეტევაზე ოცნებობდნენ. მათ სურდათ ჩვენი თავისუფლების დაცემა, თუმცა ისინი დაეცემიან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.