„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არცერთ აგრესორს არ ექნება საშუალება, იოცნებოს, შელახოს ჩვენი თავისუფლება“, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის სემისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ამიტომ ჩვენი გამარჯვება ახლა ცალსახა უნდა იყოს. აგრესორი უნდა დავამარცხოთ უკრაინის მიწაზე, იქ სადაც ის მოვიდა. ისე, რომ შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნების მიწებზე ბრძოლა არ გახდეს საჭირო. ახლა კი, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს დრო ადაპტაციისთვის, შესვენებისთვის, რომ საკუთარი ძალები აღიდგინოს. ეს წელი გადამწყვეტია.
ახლა ჩვენ კიდევ უფრო დიდი მობილიზაცია გვჭირდება - მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიასა და ტოტალურ ტერორს. მებრძოლი სამყაროს ენერგია არ უნდა შემცირდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ახალი გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვჭირდება ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ მეომრებს შესაძლებლობას მისცემს, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. ეს ეხება, პირველ რიგში, თანამედროვე ტანკებს და ეფექტიან არტილერიას.
ჩვენ გვჭირდება სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეინარჩუნებენ მუდმივ და დაუძლეველ ზეწოლას აგრესორ სახელმწიფოსა და ყველა ეკონომიკურ აქტორზე, რომელიც აგრესიის გაგრძელებას უზრუნველყოფს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ! ვიცი რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენმტა.