ლიეტუვის პარლამენტმა თავისუფლების დამცველთა დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა.
ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად ესწრებოდა.
მან სიტყვით მიმართა პარლამენტარებს, ხოლო ჯილდო მისი სახელით ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრ ბეშტამ მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიაზე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ზელენსკის ლიდრობამ შთააგონა უკრაინელებს, ისე როგორც დასავლეთის ლიდერებს, რომ მეტი გაეკეთონ ომის დასასრულებლად.