მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ იტალიამ შესთავაზა უკრაინას, გამოიყენოს ვენეციისა და ტრიესტის პორტები ადრიატიკის ზღვაზე პროდუქციის ექსპორტისთვის, იტყობინება იტალიური ANSA.
მისი თქმით, უკრაინას ასევე შეეძლება, ისარგებლოს ევროპის უდიდესი ლოგისტიკური პლატფორმით ვერონაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის სენატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემოთავაზებულ ბრძანებულებას, რომელიც უკრაინისთვის 2023 წლისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს მხარი 125-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 28 იყო.