უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინას, გენერალურ ასამბლეას მიმართოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ Associated Press-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტი, უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან სადაზვერვო სამსახურები არაერთხელ გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი „ძალიან სერიოზულ“ შეტევას გეგმავდა 2023 წლის დასაწყისში.
ემინე ჯაპაროვას თქმით, ზელენსკის სურვილია, გაეროს ომის წლისთავის წინა დღეს ეწვიოს.
ზელენსკის ვიზიტის შემთხვევაში, ეს მისი მეორე საგარეო ვიზიტი იქნება. უკრაინის ლიდერი ვაშინგტონს 21 დეკემბერს ეწვია.