ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა სულ მცირე 27 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია.
ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.